რეკომენდაცია:
წინა დღეს თასში
ჩაასხით წყალი, ჩაალბეთ შიგ გაზეთები, ფურცლები და დატოვეთ ასე.
სამუშაო უნდა წარიმართოს უფროსების დახმარებით.
სამუშაოს მიმდინარეობა
1.
თასში
დალბობილ ქაღალდს გადაუწურეთ წყალი. მიქსერის
საშუალებით თქვიფეთ მანამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
2.
თუ ფერადი ქაღალდის დამზადებას აპირებთ, მიღებულ მასაში
ჩაამატეთ ცოტაოდენი საღებავი
3.
მომზადებული
მასა მოათავსეთ მეორე თასში. დაასხით ცოტაოდები
წყალი და აურიეთ.
4.
ჩადეთ თასში
მავთულის ან რაიმე მყარი ბადე, რომელზეც მომავალი ქაღალდი დაილექება.
5.
აიღეთ ფიცარი და
დააფინეთ მასზე წინასწარ მომზადებული ქსოვილი. სწრაფად, მაგრამ ფრთხილად, მასზე მოათავსეთ ბადე ქაღალდის მასით, დაადეთ ქსოვილს სიმძიმე ცოტა
რომ დაიწუროს. შემდეგ კი ბადე ამოატრიალეთ. ქაღალდის მასა ქსოვილზე დარჩება. ამ ქაღალდის
მასას ზემოდან ქსოვილი დაადეთ და ისევ დააწექით.
6.
ფიცარზე მოთავსებულ ,, მომავალ’’ ქაღალდს ზემოდან პოლიეთილენის პარკი
დააფარეთ და ზედ სიმძიმე დაადეთ.
7.
მიღებული ქაღალდი
მოათავსეთ გაზეთზე გასაშრობად.
8.
ქაღალდი მზადაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий