ქვიდან ფურცლამდე

ქაღალდის ისტორია

 სანამ ადამიანები პაპირუსს აღმოაჩენდნენ, მანამდე ქვაზე, ის ქერქსა და ცხოველის ტყავზე წერდნენ..  უცნაურია რომ ისინი აბრეშუმის ქსოვილზეც კი წერდნენ. ძველ საბერძნეთსა და რომში დასაწერად თიხას და ნიჟარას იყენებდნენ.
  ოდნავ მოგვიანებით ადამიანმა წიგნიც  გამოიგონა. მას პაპირუსის დაწნული ქაღალდისაგან ამზადებდნენ. პაპირუსისი დამზადება კი მხოლოდ ეგვიპტეში შეეძლოთ, რადგან მცენარის ღერო მხოლოდ იქ იზრდებოდა.
პაპირუსის მცენარეები ჩვენებურ ლელიანს წააგავდა. ღერობს ფოთლებისგან ათავისუფლებდნენ, წვრილად ჭრიდნენ დაფაზე აწყობდნენ, წებოს უსვამდნენ, პრესავდნენ და შემდეგ მზეზე აშრობდნენ, საიდანაც ნათელი ყავისფერი ქაღალდი გამოდიოდა.ის იყო უხეში, მაგარმ დასაწერად გამოსადეგი.მასზე ჯოხებით წერდნენ. საწერად შავი მელანი გამოიყენებოდა, რომელსაც ნამწვისგან ამზადებდნენ.ყვეზე ძველი პაპირუსისი ქაღალდი   4 ათასი წლის წინათ დაამზადეს. ძირითადად ისინი ძველ ნამარხებშია ნაპოვნი. ერთ-ერთი მათგანი პარიზში, ლუვრის მუზეუმში ინახება.
   მოგვიანებით ეგვიპტელებმა ცხოველების ტყავისაგან პერგამენტის, ანუ ეტრატის გამოყვანა დაიწყეს.
იგი პაპირუსზე უკეთესი იყო, რადგან ეტრატზე ორივე მრიდან იწერებოდა. ჩინელებმა კი თუთის ხის ქერქისაგან დამზადებული ქაღალდი გამოიგონეს. თავდაპირველად ჩინური ტექნოლოგიით ქაღალდი მზადდებოდა ხისა და ქსოვილის ( ჩვრის) წვრილად დაფქვილი დასველებული მასისაგან, რომელსაც აბრტყელებდნენ ქაღალდის სისქეზე და ახმობდნენ. მის გამოგონბას მეცნიერთა ნაწილი  უკავშირებს ცაი ლუნის სახელს.
   საქაღალდე მასალა შეიძლება იყოს ჩალა, ლერწნის ღეროები, ჩვრები, ბამბა, სელი, კანაფი, უმეტესწილად კი ხის მერქანს იყენებენ, რომელსაც უხვად იძლევა ხე - ტყე და სხვა მასალასთან შედარებით იაფია.
   არსებობს მრავალი სახის ქაღალდი: პრიალა და თეთრი, ხაოანი და რბილი, ხელით ნაკეთი და ა.შ. ქაღალდის ფურცელი შეიცავს ხიდა მიღებულ ბოჭკოს. მსოფლიოში ყოველწლიურად 268 მილიონ ტონაზე მეტი ქაღალდი მზადდება.

კითხვები:

1.ვიდრე პაპირუსს აღმოაჩენდნენ, რაზე წერდნენ ადამიანები?
 


2 , რას იყენებდნენ ძველ საბერძნეტსა და რომში დასაწერად?
ა) თიხას და ნიჟარას;     ბ) მიწას და ქვიშას;     გ) ოთოლსა და ღეროებს.
3.რატომ ამზადებდნენ პაპირუსს მხოლოდ ეგვიპტეში?
 


4.რომელ ჩვენებულ მცენარეს წააგავს პაპირუსი?
  ა) მაყვალს;     ბ) სუროს;    გ) ლელიანს.
5. როგორი ადგილია ლელიანი?
ა)  ქვიშიანი;    ბ) ჭაობინი;    გ) ბალახიანი.
6. ამოიწერე ტექსტიდან როგორ ამზაებდნენ პაპირუსს?
 



7. რითი წერდნენ პაპირუსზე? 
ა)კალმით;    ბ) ჯოხით;    გ)ფრინველის  ფრთით.
8.ომელი წლით თარიღდება ყველაზე ძველი პაპირუსის ქაღალდი?
 ა)  4 000 წლით;   ბ) 40 000 წლით;   გ) 400 წლით.
9. რატომ შეცვალეს მოგვიანებითეგ ევიპტელებმა პაპირუსი პერგამენტით?
 


10.  ვის სახელს უკავშირდება ქაღალდის დამზადება?
  ა)  ცაი ლუნის;   ბ) ოდო ნობუნაგას;  გ) ძიგორო კანუს.
11.როგორ ამზადებენ ქაღალდს ჩინური ტექნოლოგიით?
 


12. რა და რა სახის ქაღალდი არსებობს?
 


13.რა არის ტექსტის დანიშნულება?
ა) გაგვაცნოს ქაღალდის გამოგონების ისტორია;
ბ) გაგვაცნოს კალმის გამოგონების ისტორია;
გ) გაგვაცნოს , ყოველწლიურად რამდენ ქაღალდს ამზადებენ.






Комментариев нет:

Отправить комментарий